იუსტიციის მინისტრმა ბელგიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

თარიღი: 24 მარტი 2016
იუსტიციის მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდა. თეა წულუკიანმა ბელგიაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო პირადად მიუსამძიმრა ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს და ევროკავშირის წარმომადგენლობას. იუსტიციის მინისტრმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
 
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში სამძიმრის წიგნი 22 მარტს ბელგიის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით გაიხსნა.  ტრაგედიამ 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვმა კი 250-ს გადააჭარბა.