იუსტიციის მინისტრმა საფრანგეთის ელჩი მიიღო

თარიღი: 15 მარტი 2016
იუსტიციის მინისტრმა საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, გოჩა ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ტაბატაძე, აგრეთვე, საფრანგეთის ელჩის ატაშე თანამშრომლობის საკითხებში მატილდა კომეტი და ატაშე შიდა უსაფრთხოების საკითხებში ბრუნო ბალდუკი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს.
პასკალ მენიე საქართველოში საფრანგეთის ელჩად ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მანამდე ის საფრანგეთის ელჩი იყო აზერბაიჯანში, ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას ვარშავასა და პრაღაში.