საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს ყოფილ მსჯავდებულთა ბიზნესინიციატივების დაფინანსების მიზნით

თარიღი: 14 მარტი 2016
ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ გაუადვილდეთ საზოგადოებაში ინტეგრაცია და ახალ მოთხოვნებთან ადაპტაცია, რაც შეამცირებს მათ მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს ბენეფიციარებთან კომპლექსურ მუშაობას მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ყოფილი მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობა პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ამ მიზნით, იუსტიციის სამინისტროს მიერ  2 (ორი) გრანტი გაიცემა შემდეგი მიმართულების ფარგლებში:


 
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ წარმოდგენილ დოკუმენტებში.
საგრანტო განაცხადი გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: grants@justice.gov.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 24  მარტი 15:00 საათი.