თეა წულუკიანმა ნიდერლანდების ელჩი მიიღო

თარიღი: 07 დეკემბერი 2015
იუსტიციის მინისტრმა  ნიდერლანდების სამეფოს ახალი ელჩი საქართველოში იოჰანეს დაუმა მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

თეა წულუკიანი ნიდერლანდების ელჩს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ელჩს მოადგილეები წარუდგინა და თითოეულის პასუხისმგებლობის სფეროები გააცნო.

იოჰანეს დაუმა  ნიდერლანდების სამეფოს  ელჩად საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში დაინიშნა. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლამდე მას ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობა ეკავა.