იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საჯარო ლექცია წაიკითხა

თარიღი: 11 აპრილი 2014
იუსტიციის მინისტრის მოდგილე, გოჩა ლორთქიფანიძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა, თემაზე: „რეფორმები და საქართველოს ევროპული მომავალი“.
 
მინისტრის მოადგილე სტუდენტებს იუსტიციის სამინისტროს მიერ იმ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. სტუდენტები ასევე დაინტერესდნენ თუ, რა როლს ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა  და ვიზა-ლიბერალიზაციის შეთანხმების პროცესში.
 
“იუსტიციის სამინისტროს განათლების სფეროში გარკვეული უფლებამოსილებები გააჩნია. ამდენად, გვაქვს კონტაქტები და ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. ასევე, დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებს კიდევ უფრო უკეთ გაეგოთ იმ რეფორმებისა და საქმიანობის შესახებ, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. მასპინძელი უნივერსიტეტის ინიციატივით, მე შევხვდი სასწავლებლის ხელმძღვანელობას და ვისაუბრეთ შესაძლო თანამშრომლობის შესახებ - იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმებულია იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის არის გაფორმებულია“ - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.