იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები გამწვანების აქციაში მონაწილეობენ

თარიღი: 06 აპრილი 2014
იუსტიციის სამინისტრო აქციაში - „მწვანე მომავალი“  - ჩაერთო. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად, მცხეთას ესტუმრა. სამინისტროს წარმომადგენლებმა შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ 400-ზე მეტი ნერგი დარგეს.
გამწვანების აქცია „მწვანე მომავალი“  პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში შემუშავდება „გამწვანების რუკა“, რაც  გასამწვანებელი ადგილების აღწერას გულისხმობს. სატყეო დეპარტამენტის მეშვეობით მოხდება ტერიტორიების იდენტიფიცირება და ნაკვეთებად დაყოფა. გათვალისწინებულია გადაშენების პირას მყოფი ჯიშების ნერგთა გამოყვანა სანერგე მეურნეობებში და მათი გამწვანების ზოლში გამრავლება.
ინიციატივის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე 500 ათასამდე ნერგის დარგვა იგეგმება.