საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოებაზე მიმართულ საგრანტო კონკურსს

თარიღი: 27 მარტი 2014
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოებაზე მიმართულ საგრანტო კონკურსს.

საერთაშორისო ვალდებულებების, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობებისა და პრევენციული ღონისძიებების ეფექტურად წარმართვის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.

საგრანტო პროგრამა გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტის გაცემას ადამიანით ვაჭრობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. საგრანტო პროგრამა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებულობას ადამიანით ვაჭრობის საფრთხეების, მისგან თავის დაცვის საშუალებების, ტრეფიკინგთან ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმებისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ან/და დაზარალებულთათვის განსაზღვრული სახელმწიფო სერვისების შესახებ, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებასა და გაძლიერებას, რათა სამომავლოდ მათ დამოუკიდებლად შეძლონ ტრეფიკინგის მიმართულებით აქტიური მუშაობის გაგრძელება.


საგრანტო განცხადება
დანართი #1 სამოქმედო გეგმა
დანართი #2 ბიუჯეტის ფორმა
საგრანტო აპლიკაცია
შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა
საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები