ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2014 წლის 10 თებერვალს დაინიშნა

თარიღი: 13 იანვარი 2014

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 214 წლის 10 იანვრის №14 ბრძანებით, მიმდინარე წლის 10 თებერვალს დაინიშნა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

გამოცდში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს.

გამოცდა ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
საბუთების მიღება წარმოებს 2014 წლის 5 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@justice.gov.ge
წარსადგენი დოკუმენტები

ანგარიშის ნომერი
გამოცდა ტარდება ტესტირების ფორმით და მოიცავს ორ ეტაპს – ზოგად უნარ-ჩვევებს და პროფესიულ ნაწილს.
პირველი ეტაპი -  ტესტირება ზოგადი უნარ-ჩვევებში ჩატარდება 10-11 თებერვალს, 2014 წ.  
მეორე ეტაპი - ტესტირება პროფესიულ ნაწილში - 18-19 თებერვალს, 2014 წ.  
საგამოცდო  თემატიკა (სრული თემატიკა იხილეთ დანართში "საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა"):
  • საკონსტიტუციო სამართალი;
  • სამოქალაქო სამართალი;
  • სამოქალაქო სამართლის პროცესი;
  • ადმინისტრაციული სამართალი;
  • სამეწარმეო სამართალი;
  • ნოტარიატის შესახებ კანონი.
საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა
დამატებითი ინფორმაცისთვის დაუკავშირდით: ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორს ნათია გელაზონიას, ტელ; 239 22 61; ელ.ფოსტა: ngelazonia@justice.gov.ge 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №14, 10 იანვარი, 2014 წ., „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ იხილეთ შემდეგ ბმულზე:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის №14 ბრძანება
ბრძანება PDF
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანება