ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა

თარიღი: 18 აპრილი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 18 აპრილის ბრძანების თანახმად, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა.

გამოცდა  18 მაისს დაიწყება და ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი  ზოგად უნარ-ჩვევებს მოიცავს (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები), მეორე ეტაპი კი - პროფესიულ ტესტირებას.

საგამოცდო  თემატიკა (სრული თემატიკა იხილეთ დანართში):

  • საკონსტიტუციო სამართალი;
  • სამოქალაქო სამართალი;
  • სამოქალაქო სამართლის პროცესი;
  • ადმინისტრაციული სამართალი;
  • სამეწარმეო სამართალი;
  • ნოტარიატის შესახებ კანონი

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • CV;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფერადი ფოტოსურათი;
  • გამოცდაზე მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის (150 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები იხილეთ დანართში).

საბუთების მიღება წარმოებს 16 მაისამდე ელექტრონული მისამართზე: trainingcenter@justice.gov.ge

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
2 942253, 2 942260 


პროგრამა
საბანკო რეკვიზიტები