სამუშაო პროგრამა ევროკავშირის (ევროკომისიის) გრანტებისთვის საქართველოში

თარიღი: 15 აპრილი 2013

სამუშაო პროგრამა ევროკავშირის (ევროკომისიის)

გრანტებისთვის საქართველოში

დამატებითი სარეაბილიტაციო და რესოციალიზაციის მომსახურება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში

 

1. პროგრამის სახელწოდება: სარეაბილიტაციო და რესოციალიზაციის მომსახურება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში

 

2. პროგრამის მიზნები, 2013-2014 წლების პრიორიტეტები და მოსალოდნელი შედეგები

წინამდებარე საგრანტო კონკურსის მთავარი მიზანია აღდგენითი მართლმსაჯულების ხელშეწყობა და პატიმართა, ყოფილ პატიმართა, პრობაციონერთა, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერა.    

 

საგრანტო კონკურსის კონკრეტული მიზნები:  

1.      პროფესიული ტრეინინგის, განათლებისა და სხვა სახის სარეაბილიტაციო და რესოციალიზაციის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა პატიმართა, ყოფილ პატიმართა, პრობაციონერთა და კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვთათვის 

2.      ბავშვებისათვის განმეორებითი დანაშაულის პრევენციაზე მიმართული პროგრამების და განრიდებული არასრულწლოვნებისათვის სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამების/მომსახურების დაგეგმვა და განხორციელება     

 

შესაძლო აქტივობები:

 

  • ფსიქო-სოციალური, სამედიცინო სარეაბილიტაციო და სოციალური რეინტეგრაციის პროგრამები ამ საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებული სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის;
  • ანტინარკოტიკული პროგრამები და/ან ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო და რეინტეგრაციის პროგრამები ყოფილ მომხმარებელთათვის;
  • პატიმრების დასაქმების შესაძლებლობების შექმნა;
  • პატიმრების, ყოფილი პატიმრების, პრობაციონერების და/ან კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის ზოგადი (წერა-კითხვისა და ანგარიშის უნარების გაუმჯობესება) და პროფესიული განათლების პროგრამების ორგანიზება (განაცხადში სასურველია ასახული იყოს შემოთავაზებული პროფესიების შერჩევის საფუძველი, მათი მოთხოვნა ბაზარზე);
  • სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა: სემინარებისათვის, რეკრეაციული ზონებისა და/ან კომპიუტერული და სხვა შესაბამისი სწავლებისათვის;
  • გათავისუფლებამდე, გათავისუფლების შემდგომ და პრობაციის პერიოდში დასაქმებაში/სამუშაო ადგილის მოძიებაში დახმარება;
  • პატიმრების ოჯახის წევრებთან დაკავშირების ხელშეწყობა;
  • პატიმრების ფიზიკურ აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა;
  • სოციალურ ინტეგრაციაზე მიმართული საქმიანობები, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების მხარდაჭერას, მოხალისეობის, მენტორების, ციხის ვიზიტორთა და სხვა კულტურის განვითარებას;
  • ყოფილი პატიმრების საზოგადოების მხრიდან მიღებაზე, სოციალური დაცვის მნიშვნელობაზე და ზოგადად საზოგადოების მხარდაჭერაზე მიმართული ცნობიერების ამაღლების კამპანია;
  • მომსახურების მომწოდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს რეგიონებში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე;
  • შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად სარეაბილიტაციო პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რის შედეგადაც მოხდება სარეაბილიტაციო მიდგომების ეტაპობრივი ინსტიტუციონალიზაცია;
  • სამართლებრივი რეაბილიტაციის მაძიებელთათვის იურიდიული მომსახურეობების გაწევა.

 

მოსალოდნელი შედეგი: წინამდებარე საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი ქმედებები არაპირდაპირ შეუწყობს ხელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, პრობაციის სააგენტოს და დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის მდგრად განვითარებას და პატიმართა, ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთათვის (მათ შორის არასრულწლოვანთა) სარეაბილიტაციო და რესოციალიზაციის მომსახურების მიწოდებას.

 

3. დასაშვებობის პირობები

დასაშვებობის პირობები ვრცელდება მონაწილეებზე, ქმედებებზე და ხარჯებზე.

4. შერჩევის კრიტერიუმები

შეფასება განხორციელდება ევროკავშირის საგარეო თანამშრომლობის  სახელშეკრულებო პროცედურების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შესაბამისად.

5. ევროკავშირის დაფინანსების მაქსიმალური განაკვეთი

ევროკავშირის დაფინანსება უნდა შეადგენდეს პროექტის საერთო ღირებულების მაქსიმუმ 90%-ს და მინიმუმ 70%-ს.

6. საგრანტო კონკურსის განრიგი

 

 

თარიღი

დრო*

საინფორმაციო შეხვედრა

 2013 წლის 16 აპრილი

11:00

კონტრაქტორისაგან განმარტებების მოთხოვნის საბოლოო ვადა

 23/04/2013

-

კონტრაქტორის მიერ განმარტებების გაცემის ბოლო დღე

02/05.2013

-

პროექტის მოკლე აღწერის ჩაბარების ბოლო ვადა

14 მაისი

16:00

განმცხადებლების ინფორმირება დაწყების, ადმინისტრაციული შემოწმებისა და საპროექტო განაცხადის შეფასების ეტაპების შესახებ  (1 ეტაპი)

4 ივნისი*

-

მოწვევა სრული საპროექტო განაცხადის ჩაბარებაზე

4 ივნისი*

-

სრული საპროექტო განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადა

2013 წლის 22 ივლისი*

-

განმცხადებელთა ინფორმირება საპროექტო განაცხადების შეფასების შედეგების შესახებ (ეტაპი 2)[1]

 2013 წლის აგვისტო*

-

გრანტის მოპოვების შესახებ შეტყობინება (დასაშვებობის შემოწმების შემდეგ) (ეტაპი 3)

 2013 წლის აგვისტო*

-

ხელშეკრულების ხელმოწერა[2]

2013 წლის სექტემბერი*

-

 

7. საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი

მაქსიმალური ბიუჯეტი -  2 000 000 ევრო

ლოტი 1 - განსაზღვრული პრიორიტეტი 1 (სარეაბილიტაციო და რესოციალიზაციის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა)

მაქსიმალური თანხა - 1 700 000 ევრო

 

ლოტი 2 - განსაზღვრული პრიორიტეტი 2 (დანაშაულის პრევენცია და პროგრამები/მომსახურეობები ბავშვებისთვის)

მაქსიმალური თანხა - 300 000 ევრო

 

თუკი კონკრეტული ლოტისათვის გამოყოფილი თანხის გამოყენება შეუძლებელი იქნება არასათანადო ხარისხის, ან არასაკმარისი რაოდენობის განაცხადების გამო, კონტრაქტორი უფლებას იტოვებს გამოუყენებელი თანხა სხვა ლოტებზე გადაანაწილოს.

 

გრანტების მოცულობა

წინამდებარე საკონკურსო განაცხადის ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი გრანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებულ მინიმალურ და მაქსიმალურ მოცულობას:  

ლოტი 1

  • მინიმალური თანხა: 100 000 ევრო
  • მაქსიმალური თანხა: 300 000 ევრო

ლოტი 2

  • მინიმალური თანხა: 100 000 ევრო
  • მაქსიმალური თანხა: 150 000 ევრო

 

საგრანტო კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და საკონკურსო დოკუმენტების ჩამოსატვირთად გთხოვთ მიყვეთ ბმულს:

https://webgate.ec.europa.eu/europeaid/online-services/index.cfm?do=publi.welcome&nbPubliList=15&orderby=upd&orderbyad=Desc&searchtype=RS&aofr=134299

 


[1] განმცხადებლები მათ მიერ შეტანილი განაცხადების შეფასების შედეგების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ  შევსებული საპროექტო განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადიდან 6 თვის განმავლობაში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, მაგალითად - განსაკუთრებით რთული ქმედებები, განაცხადების დიდი რაოდენობა, ან თუკი დაგვიანება გამოწვეულია განმცხადებლის მიზეზით, შეიძლება მოხდეს დადგენილი ვადის გადაცილება. მრავალი ბენეფიციარის შემცველი კონკურსი ჩაითვლება რთულ ქმედებად და შესაბამისად შეიძლება დაექვემდებაროს 6 თვიანი ვადიდან წესიდან გამონაკლისის დაშვებას. 6 თვიანი ვადის წესი ვრცელდება მხოლოდ პირდაპირი ცენტრალიზებული მართვის შემთხვევებზე.  

[2]. განმცხადებელთან საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა განხორციელდება გრანტის მინიჭების შესახებ განმცხადებლის ინფორმირებიდან 3 თვის ვადაში. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად რთული ქმედებების შემთხვევაში, რომლებიც დიდი რაოდენობით განაცხადებთან მიმართებაში განხორციელდა, ანდა როდესაც დაგვიანება გამოწვეული იყო განმცხადებლის მიზეზით, შეიძლება მოხდეს განსაზღვრული დროის გადამეტება. 3 თვიანი ვადა ვრცელდება მხოლოდ პირდაპირი ცენტრალიზებული მართვის შემთხვევებზე.