იუსტიციის სამინისტრო ახალ საგრანტო კონკურსს აცხადებს

თარიღი: 10 აპრილი 2013

საგრანტო პროგრამა № 002 - 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს ყოფილ მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით

ბოლო წლებში ქვეყანაში გატარე­ბულმა მართლმსაჯულების პოლიტიკამ მნიშვ­ნელოვანი ცვლილებები გამოიწვია პენიტენციარულ სისტემაში. სასჯელ­აღსრუ­ლების დაწესე­ბულებებში რამდენჯერმე გაი­ზარ­და თავისუფლება­აღკვეთილ მოქალა­ქე­თა რაოდენობა. ეს ტენდენცია არ შეესაბამება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ აიღო ევროპული ღირებულებების დაცვისა და საკუთარი კანონმდებლო­ბის ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამი­სობაში მოყვანის მიმართულებით. იმ მიზნით, რომ ქვეყანა დაუახლოვდეს ევროპული  სტანდარტებით დადგენილ პატიმართა რაოდენობის ნორმებს, ამასთან, ჰუმანიზმის პრინციპის გათვალისწინებით, ხელისუფლება გეგმავს სხვადასხვა ღონისძიების გატარებას. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც სასჯელისგან მსჯავრდებულთა ნაწილობრივ ან სრულ გათავისუფლებას გულისხმობს. კანონპროექტის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებები მთლიანობაში რამდენიმე ათასმა მსჯავრდებულმა დატოვა.

აღნიშნულ ვითარებაში, უაღრესად მნიშვნელოვანია ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე ზრუნვა, რათა მათ გაუადვილდეთ საზოგადოებაში ინტეგრაცია და ახალ მოთხოვნებთან ადაპტაცია, რაც შედეგად შეამცირებს მათ მიერ დანაშაულებრივი გზებით მიზნის მიღწევის ალბათობას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი" ახორციელებს ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს ბენეფიციარებთან კომპლექსურ მუშაობას მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ყოფილი მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობა პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

წინამდებარე საგრანტო პროგრამა გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტის გაცემას ყოფილი მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობაზე მიმართული სერვისის შექმნის მიზნით, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესს, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებასა და გაძლიერებას, რათა სამომავლოდ მათ დამოუკიდებლად შეძლონ მსგავსი სერვისის შეთავაზება ბენეფიციარებისთვის. ზემოთ აღნიშნულის მისაღწევად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს 2 (ორ) გრანტს შემდეგი მიმართულებების/ლოტების ფარგლებში:

1.    მცირე ბიზნების წამოწყების ხელშეწყობა -  წინადადების დაფინანსების ზღვრული ოდენობა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარი;
2.   
სტაჟირების ხელშეწყობა - წინადადების დაფინანსების ზღვრული ოდენობა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი.

მიმართულებების/ლოტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა.

საგრანტო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ყოფილი მსჯავრდებულები, რომელთა ძირითადი საცხოვრებელი არის თბილისში ან ახლომდებარე რაიონებში, და ვისთან მიმართებაშიც სსიპ "დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის" სოციალურმა მუშაკებმა, ბიოფსიქოსოციალური შეფასების შედეგად, მიზანშეწონილად მიიჩნიეს დასაქმების ხელშეწყობაზე მუშაობა.  

საგრანტო პროგრამის განხორციელების ვადა არის ერთი წელი. (მიმართულებების მიხედვით პროექტების ხანგრძლივობა იხილეთ შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობაში). საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყება 2013 წლის მაისში.  

პროგრამა ვრცელდება თბილისში, თუმცა, გარკვეული აქტივობები შესაძლოა, სხვა რეგიონებშიც განხორციელდეს.

კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1.განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი (გთხოვთ, წარმოადგინოთ რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა და, ასევე, ორგანიზაციის დებულება/წესდება);
2.განმცხადებელს შეუძლია თითოეულ მიმართულებაზე/ლოტზე არაუმეტეს ერთი განაცხადის წარმოდგენა;
3.საგრანტო წინადადების ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო პროგრამის შესაბამისი მიმართულებით/ლოტით გათვალისწინებულ დაფინანსების ზედა ზღვარს.

საგრანტო განაცხადი შედგება შევსებული სააპლიკაციო ფორმისა (ჩამოტვირთეთ) და თანდართული დოკუმენტაციისგან, რომლებიც ამავე ფორმით არის გათვალისწინებული.

საგრანტო განაცხადი გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: grants@justice.gov.ge
სათაურის ველში მიუთითეთ მიმართულების/ლოტის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ აღნიშნულ ელფოსტაზე ან ცხელ ხაზზე: 2 145 145

დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 16 აპრილს 15 საათზე.

 მნიშვნელოვანი ვადები:

საგრანტო კონკურსის შესახებ განაცხადის გამოქვეყნება

2013 წლის 10 აპრილი

კითხვების წარდგენის ბოლო ვადა                                                   

2013 წლის 17 აპრილი

კითხვებზე პასუხის გაცემის ბოლო ვადა                           

2013 წლის 19 აპრილი  

საგრანტო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა         

2013 წლის 24 აპრილი, 18:00 საათი

საგრანტო განაცხადების შეფასება                                      

2013 წლის 25-30 აპრილი

გადაწყვეტილების გამოქვეყნება

2013 წლის 1 მაისი 

საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება                                  

2013 წლის 14 მაისი

    

 

 

 

 

 

 

 

 

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგრანტო განაცხადების შეფასების, გამარჯვებულის გამოცხადებისა და ხელშეკრულების გაფორმების მითითებული თარიღები შეიძლება შეიცვალოს.

შესასრულებებლი სამუშაოს აღწერილობა

სააპლიკაციო ფორმა

დანართი №1 სამოქმედო გეგმა

დანართი №2 ბიუჯეტის ფორმა

წინადადების შეფასების კრიტერიუმები

ანგარიშგების ფორმა და წესი

გრანტის გაცემის წესი



10.04.2013

საგრანტო პროგრამა № 001 - 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს ყოფილ მსჯავრდებულთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნით

ბოლო წლებში ქვეყანაში გატარე­ბულმა მართლმსაჯულების პოლიტიკამ მნიშვ­ნელოვანი ცვლილებები გამოიწვია პენიტენციარულ სისტემაში. სასჯელ­აღსრუ­ლების დაწესე­ბულებებში რამდენჯერმე გაი­ზარ­და თავისუფლება­აღკვეთილ მოქალა­ქე­თა რაოდენობა. ეს ტენდენცია არ შეესაბამება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ აიღო ევროპული ღირებულებების დაცვისა და საკუთარი კანონმდებლო­ბის ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამი­სობაში მოყვანის მიმართულებით. იმ მიზნით, რომ ქვეყანა დაუახლოვდეს ევროპული  სტანდარტებით დადგენილ პატიმართა რაოდენობის ნორმებს და, ამასთან, ჰუმანიზმის პრინციპის გათვალისწინებით, ხელისუფლება გეგმავს სხვადასხვა ღონისძიების გატარებას. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც სასჯელისგან მსჯავრდებულთა ნაწილობრივ ან სრულ გათავისუფლებას გულისხმობს. კანონპროექტის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებები მთლიანობაში რამდენიმე ათასმა მსჯავრდებულმა დატოვა.

აღნიშნულ ვითარებაში, უაღრესად მნიშვნელოვანია ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე ზრუნვა, რათა მათ გაუადვილდეთ საზოგადოებაში ინტეგრაცია და ახალ მოთხოვნებთან ადაპტაცია, რაც შედეგად შეამცირებს მათ მიერ დანაშაულებრივი გზებით მიზნის მიღწევის ალბათობას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი" ახორციელებს ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს ბენეფიციარებთან კომპლექსურ მუშაობას მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ფსიქოლოგიური სერვისი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

საგრანტო პროგრამა გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტის გაცემას ყოფილი მსჯავრდებულებისთვის ფსიქოლოგიური სერვისის შექმნისა და მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესს, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებასა და გაძლიერებას, რათა სამომავლოდ მათ დამოუკიდებლად შეძლონ მსგავსი სერვისის შეთავაზება ბენეფიციარებისთვის. ზემოთ აღნიშნულის მისაღწევად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს 2 (ორ) გრანტს შემდეგი მიმართულებების/ლოტების ფარგლებში:

1.    სოციალური უნარების განვითარების კურსი  -  წინადადების დაფინანსების ზღვრული ოდენობა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
2.
ფსიქოლოგიური დახმარება პოსტტრავმული აშლილობისა და სხვა ტიპის მძიმე ფსიქოლოგიური სირთულეების მქონე ყოფილი მსჯავრდებულებისთვის - წინადადების დაფინანსების ზღვრული ოდენობა 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

მიმართულებების/ლოტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა.

საგრანტო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ყოფილი მსჯავრდებულები, რომელთა ძირითადი საცხოვრებელი არის თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ან აღნიშნულ ქალაქებთან ახლომდებარე რაიონებში, და ვისთან მიმართებაშიც სსიპ "დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის" სოციალურმა მუშაკებმა ბიოფსიქოსოციალური შეფასების შედეგად, მიზანშეწონილად მიიჩნიეს ფსიქოსოციალური ინტერვენციის განხორციელება. პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი ბენეფიციარები.

საგრანტო პროგრამის განხორციელების ვადა არის ერთი წელი (საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყება 2013 წლის მაისში).  

პროგრამა ვრცელდება საქართველოს სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1.განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი (გთხოვთ, წარმოადგინოთ რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა და, ასევე, ორგანიზაციის დებულება/წესდება);
2.განმცხადებელს შეუძლია თითოეულ მიმართულებაზე/ლოტზე არაუმეტეს ერთი განაცხადის წარმოდგენა;
3.საგრანტო წინადადების ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო პროგრამის შესაბამისი მიმართულებით/ლოტით გათვალისწინებულ დაფინანსების ზედა ზღვარს.

საგრანტო განაცხადი შედგება შევსებული სააპლიკაციო ფორმისა (ჩამოტვირთეთ) და თანდართული დოკუმენტაციისგან, რომლებიც ამავე ფორმით არის გათვალისწინებული.

საგრანტო განაცხადი გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: grants@justice.gov.ge
სათაურის ველში მიუთითეთ მიმართულების/ლოტის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ აღნიშნულ ელფოსტაზე ან ცხელ ხაზზე: 2 145 145

დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 16 აპრილს 15 საათზე.

მნიშვნელოვანი ვადები:

საგრანტო კონკურსის შესახებ განაცხადის გამოქვეყნება

2013 წლის 10 აპრილი

კითხვების წარდგენის ბოლო ვადა                                                  

2013 წლის 17 აპრილი

კითხვებზე პასუხის გაცემის ბოლო ვადა                          

2013 წლის 19 აპრილი  

საგრანტო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა            

2013 წლის 24 აპრილი, 18:00 საათი

საგრანტო განაცხადების შეფასება                                    

2013 წლის 25-30 აპრილი

გადაწყვეტილების გამოქვეყნება

2013 წლის 1 მაისი 

საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება                                     

2013 წლის 14 მაის

    

 

 

 

 

 

 

 

 

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგრანტო განაცხადების შეფასების, გამარჯვებულის გამოცხადებისა და ხელშეკრულების გაფორმების მითითებული თარიღები შეიძლება შეიცვალოს.



შესასრულებებლი სამუშაოს აღწერილობა


სააპლიკაციო ფორმა - საგრანტო განაცხადი


დანართი №1 სამოქმედო გეგმა


დანართი №2 ბიუჯეტის ფორმა


წინადადების შეფასების კრიტერიუმები


ანგარიშგების ფორმა და წესი



გრანტის გაცემის წესი







22.03.2012

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს ნარკომანიის პრევენციის მიზნით

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან მის ფილიალს, რომელიც დაინტერესებულია ნარკომანიის პრევენციის თემით და გააჩნია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ქვეყანაში არსებული ნარკოტიკული ვითარების კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ნარკოტიკული დანაშაულის რაოდენობრივი მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა.კერძოდ, 2011 წლის მაჩვენებელი 2010 წელთან შედარებით 32%-ით, 2007 წელთან შედარებით კი, 53.1%-ით არის შემცირებული. აღნიშნული ცვლილება უშუალოდ უკავშირდება „მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" უკანონო იმპორტის შეზღუდვას. თუმცა, ამ პროცესის პარალელურად მომატებულია ისეთი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებელი, რომელთა ხელმისაწვდომობაც არ არის დამოკიდებული უკანონო იმპორტზე. მიუხედავად ზოგადი სურათის მკვეთრი გაუმჯობესებისა, თბილისის მასშტაბით ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 33% ნარკომანიას კვლავ ქვეყნის ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს.    
                                                                                                                                                   
აღნიშნული კვლევიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად ანტინარკოტიკული კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში განიხილება ნარკოტიკის მომხმარებელთა მიმართ კანონის ლიბერალიზაციის და ასევე, მათთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის საკითხი.ზემოთ აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნარკომომხმარებელთა ასაკი ხანდაზმული გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლები ახალგაზრდა მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებებს. მიუხედავად ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ნარკომანიის პრობლემის საფუძველშივე აღმოფხვრა და პრევენცია. საგრანტო პროგრამა გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის გაცემას ანტინარკოტიკული აქტივობების განსახორციელებლად, რაც უზრუნველყოფს ერთი მხრივ ნარკოტიკის მავნე ზეგავლენის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას და მეორე მხრივ, თავად არასამთავრობო სექტორის მეტ ჩართულობას მიმდინარე კამპანიაში და არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციების განვითარებას, რათა მომავალში დამოუკიდებლად უზრუნველყონ მსგავსი პროექტების განხორციელება.

პროგრამის მიზანია პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება საინფორმაციო კამპანიისა და სხვადასხვა კრეატიული აქტივობების განხორციელების გზით.

საგრანტო პროგრამის განხორციელების ვადა არის ხუთი თვე (სავარაუდოდ, საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყება 2012 წლის აპრილის ბოლოს).  

პროგრამა ვრცელდება საქართველოს მასშტაბით.

კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი;
  2. განმცხადებელს შეუძლია არაუმეტეს ერთი განაცხადის წარმოდგენა;
  3. საგრანტო წინადადების ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს;

საგრანტო განაცხადი შედგება შევსებული სააპლიკაციო ფორმისგან (ჩამოტვირთეთ) და თანდართული დოკუმენტაციისგან, რომლებიც ამავე ფორმით არის განსაზღვრული.

საგრანტო განაცხადი გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: grants@justice.gov.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ აღნიშნულ ელ.ფოსტაზე ან ცხელ ხაზზე: 2 405 505

      მნიშვნელოვანი ვადები*:

საგრანტო კონკურსის შესახებ განაცხადის გამოქვეყნება

2012 წლის 21 მარტი

 

კითხვების წარდგენის ბოლო ვადა                            

2012 წლის 28 მარტი

 

კითხვებზე პასუხის გაცემის ბოლო ვადა                         

2012 წლის 30 მარტი

 

საგრანტო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა            

2012 წლის 4 აპრილი, 18:00 საათი

 

საგრანტო განაცხადების შეფასება                                   

2012 წლის 9-12 აპრილი

 

გადაწყვეტილების გამოქვეყნება

2012 წლის 13 აპრილი

 

საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება                                

2012 წლის 27 აპრილი   

 

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგრანტო განაცხადების შეფასების, გამარჯვებულის გამოცხადების და ხელშეკრულების გაფორმების მითითებული თარიღები შეიძლება შეიცვალოს.

გრანტის გაცემის წესი

სააპლიკაციო ფორმა

ბიუჯეტის ცხრილი

წინადადების შეფასების კრიტერიუმები

ანგარიშგების ფორმა

 



არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდამჭერი საგრანტო პროგრამის ფარგლებში შექმნილმა საგრანტო საბჭომ განიხილა შემოსული განაცხადები და გამოავლინა რვა გამარჯვებული:

N

მიმართულება

ორგანიზაცია


1


ფსიქოლოგის დახმარება - თბილისი


ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი"


2


სხვადასხვა ტიპის ხელობის სწავლება


გამარჯვებული არ გამოვლინდა


3


კომპიუტერის სწავლება

ლიბ.ჯი


4

მენტორული პროექტი

საქართველოს გაეროს ასოციაცია


5



ჯანსაღი ცხოვრების სწავლება


1. საქართველოს ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი;
2.ახალი გვერდი

6

საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობები

სამოქალაქო განვითარების სააგენტო


7


ფსიქოლოგის დახმარება - ქუთაისი


წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი


8


კურსი ბავშვის პასუხისმგებლობით აღზრდაში


წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი


კონკურსის მონაწილეებს შედეგების გასაჩივრება შეუძლიათ იუსტიციის სამინისტროს ვებ გვერდზე ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

 


17.02.2012
ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში შექმნილმა საგრანტო საბჭომ განიხილა შემოსული განაცხადები და გამოავლინა ორი გამარჯვებული.

დასავლეთ საქართველოში გაიმარჯვა ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - ტრენერ პედაგოგთა კავშირმა „ლამპარმა".

კონკურსის მონაწილეებს შედეგების გასაჩივრება შეუძლიათ იუსტიციის სამინისტროს ვებ გვერდზე ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში.

 


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არამომგებიან (არასამეწარმეო) იურიდიულ პირს, რომელიც დაინტერესებულია კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და არასრულწლოვანთა შორის დანაშაულთან ბრძოლის თემით და აქვს ამ კუთხით მუშაობის გამოცდილება.

ქვეყანაში მიმდინარე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებლის შემცირებას - არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციას, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმების წარმატების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ისეთი სერვისების შექმნა და განვითარება, რომლებიც რისკ ჯგუფების წარმომადგენლებს და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებს დაეხმარება მათ წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში. ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს 8 (რვა) გრანტს.

პროგრამის მიზანია განრიდებული, პირობითი მსჯავრის მქონე და სასჯელმოხდილი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ხელის შეწყობა. პროექტები დამყარებული იქნება ზემოთ მოცემული სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ მუშაობაზე, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს არასრულწლოვნების ძლიერი მხარეების მაქსიმალური რეალიზაცია და ისინი საზოგადოებას დაუბრუნდნენ წარმატებული და დადებითი ღირებულებათა სისტემის მქონე მოქალაქეების სახით. პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს დანაშაულის პირველადი პრევენცია, რათა მცირე რესურსის გამოყენებით საფუძველშივე მოხდეს არასრულწლოვნების დელინქვენტური ქცევის თავიდან აცილება.

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია სამუშაოების შესრულება სხვადასხვა მიმართულებით (იხ. შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა).

საგრანტო პროგრამის განხორციელების ვადა არის ერთი წელი (საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყება 2012 წლის თებერვალში).

პროგრამა ვრცელდება საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. სულ დაფინანსდება რვა საგრანტო წინადადება. საგრანტო წინადადების მაქსიმალური ბიუჯეტი თითოეული მიმართულების შესაბამისად დადგენილია დანართით  (იხ. შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა).

კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი (გთხოვთ, წარმოადგინეთ რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა და ასევე, ორგანიზაციის დებულება/წესდება);
  2. განმცხადებელს შეუძლია არაუმეტეს ერთი განაცხადის წარმოდგენა;
  3. საგრანტო წინადადება უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე ბეჭდური ფორმით, არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (ბიუჯეტის ცხრილის გარდა), ფონტი -12, საზღვრები (border) - უცვლელი.

საგრანტო განაცხადი შედგება შევსებული სააპლიკაციო ფორმისგან (ჩამოტვირთეთ) და თანდართული დოკუმენტაციისგან, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებით და სააპლიკაციო ფორმით არის განსაზღვრული.

საგრანტო განაცხადი გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: grants@justice.gov.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ აღნიშნულ ელ.ფოსტაზე ან ცხელ ხაზზე: 2 405 505

 მნიშვნელოვანი ვადები:*

 

საგრანტო კონკურსის შესახებ განაცხადის გამოქვეყნება

2012 წლის 5 იანვარი

კითხვების წარდგენის ბოლო ვადა   

2012 წლის 20 იანვარი

კითხვებზე პასუხის გაცემის ბოლო ვადა   

2012 წლის 24 იანვარი

საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა

2012 წლის  31 იანვარი, 18:00 საათი

გამარჯვებული განაცხადის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება   

 2012 წლის 20 თებერვალი

საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება

2012 წლის 29 თებერვალი


*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგრანტო განაცხადების შეფასების, გამარჯვებულის გამოცხადების და ხელშეკრულების გაფორმების მითითებული თარიღები შეიძლება შეიცვალოს.

შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა

გრანტის გაცემის წესი

წინადადების შეფასების კრიტერიუმები

სააპლიკაციო ფორმა

ბიუჯეტის ფორმის ნიმუში

ანგარიშგების ფორმა

ხშირად დასმული კითხვები





საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო
კონკურსს ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის.  

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან მის ფილიალს, რომელიც დაინტერესებულია ტრეფიკინგთან ბრძოლის თემით და გააჩნია ამ თემაზე მუშაობის გამოცდილება.

საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით. შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის საქმიანობაშიც არასამთავრობო სექტორს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეთხოვათ მონაწილეობის მიღება. ასევე, შეიქმნა ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეფერალის სისტემა, დაფუძნდა ორი თავშესაფარი და დაარსდა სახელმწიფო ფონდი. თუმცა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობა და შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ცნობიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვა.

აღნიშნული საგრანტო პროგრამა გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემას საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად. პროგრამა ამ გზით უზრუნველყოფს როგორც მოსახლეობის ინფორმირებას, ასევე ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის უფრო მეტ ჩართულობას პროცესში და მათი ორგანიზაციული მდგრადობის გაუმჯობესებას, რათა შემდგომში მათ დამოუკიდებლად შეძლონ მსგავსი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება ადამიანებით ვაჭრობის საფრთხეებისა და ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არალეგალური ემიგრაციის პრევენციასა და  ტრეფიკინგისგან მოსახლეობის დაცვას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

შედეგად, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას ტრეფიკინგის, არსებული საფრთხეების, მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებაზე მიმართული არსებული მექანიზმებისა და ასევე, ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ტრეფიკინგის პრევენციას.

იუსტიციის სამინისტროს მიზანია მცირე ზომის არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარება და მათი მდგრადობის ხელშეწყობა. ამდენად, თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში სამინისტრო უპირატესობას მიანიჭებს მცირე ზომის ორგანიზაციების დაფინანსებას.

საგრანტო პროგრამის განხორციელების ვადა არის სამი თვე (2012 წლის 01 თებერვალი - 30 აპრილი).

პროგრამის გეოგრაფიული გავრცელების არეალია მთელი საქართველო. სულ დაფინანსდება ორი საგრანტო წინადადება. მათ შორის ერთი დასავლეთ, მეორე კი - აღმოსავლეთ საქართველოში. პროგრამის ბიუჯეტია 10 000 ლარი, თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი - 5 000 ლარი.

კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი (გთხოვთ, წარმოადგინეთ რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა და ასევე, ორგანიზაციის დებულება/წესდება);
2.განმცხადებელს შეუძლია არაუმეტეს ერთი განაცხადის წარმოდგენა;
3.საგრანტო წინადადების ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს;
4. საგრანტო წინადადება უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე ბეჭდური ფორმით, არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (ბიუჯეტის ცხრილის გარდა), ფონტი -12, საზღვრები (border) - უცვლელი.

საგრანტო განაცხადი შედგება შევსებული სააპლიკაციო ფორმისგან (ჩამოტვირთეთ) და თანდართული დოკუმენტაციისგან, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებით და სააპლიკაციო ფორმით არის განსაზღვრული.

საგრანტო განაცხადი გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: grants@justice.gov.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ აღნიშნულ ელ.ფოსტაზე ან ცხელ ხაზზე: (+995 32) 2 405 505

 მნიშვნელოვანი ვადები:

საგრანტო კონკურსის შესახებ განაცხადის გამოქვეყნება
   
2012 წლის 5 იანვარი
კითხვების წარდგენის ბოლო ვადა
2012 წლის 10 იანვარი
კითხვებზე პასუხების გაცემის ბოლო ვადა
2012 წლის 13 იანვარი
საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა
2012 წლის 20 იანვარი 18:00 საათი
საგრანტო განაცხადის შეფასება
2012 წლის 24 იანვარი
გამარჯვებული განაცხადის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება
   

2012 წლის 30 იანვარი

საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება
2012 წლის 31 იანვარი


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგრანტო განაცხადების შეფასების, გამარჯვებულის გამოცხადების და ხელშეკრულების გაფორმების მითითებული თარიღები შეიძლება შეიცვალოს.

გრანტის გაცემის წესი

სააპლიკაციო ფორმა

ბიუჯეტის ფორმის ნიმუში

წინადადების შეფასების კრიტერიუმები

ანგარიშგების ფორმა