ფრანგი სენატორები იუსტიციის სახლში

თარიღი: 13 მარტი 2012

13 მარტს, რუსთავის იუსტიციის სახლს ფრანგი სენატორები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნენ და შენობის ინტერიერი დაათვალიერეს. სპეციალურად მათთვის მოწყობილი ტურის ფარგლებში, საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დაკვირვებოდნენ იუსტიციის სახლების მუშაობის სპეციფიკას და დაეთვალიერებინათ თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები.

იუსტიციის მინისტრის მოდგილემ გიორგი ვაშაძემ ფრანგ სტუმრებს განუმარტა, თუ რა პროცედურები და დროის რა რესურსია  საჭირო იმ სერვისების მისაღებად, რასაც იუსტიციის სახლი მომხმარებელს სთავზობს. მისი განცხადებით, ბათუმის, რუსთავისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები, 26 მაისიდან მოყოლებული,  ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურა. მოქალაქეების დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა 5 წუთზე ნაკლები უწევს, მომსახურების საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს.

საფრანგეთის დელეგაცია  საქართველოს წუხელ ესტუმრა. მათ უკვე დაათვალიერეს შს მომსახურების სააგენტო და შეხვდნენ შს მინისტრის მოადგილეს ე. ზღულაძეს, რუსთავის იუსტიციის სახლის დათველიერების შემდეგ სენატორებს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს. შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურებში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება, ფრანგი სენატორებ საქართველოს 15 მარტს დატოვებენ.
იუსტიციის სახლში ფრანგის სენატიორების ვიზიტის მიზანი იმ წარმატებული რეფორმების შედეგების გაცნობაა, რომელიც საქართველოში სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარდა.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის  სერვისები    არა  მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული. იუსტიციის სახლებუ უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რუსთავში, მესტიასა და ქუთაისში, 2012 წლის ბოლომდე მისი გახსნა საქართველო კიდევ რვა ქალაქშია დაგეგმილი. ყველაზე მასშტაბური - თბლისის იუსტიუციის სახლი ფუნქციონირებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე  დაიწყებს.