იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის ექსპერტთა დელეგაცია ესტუმრა

თარიღი: 13 მარტი 2012

13 მარტს, იუსტიციის სამინისტროს  ევროკომისიის ექსპერტთა დელეგაცია ესტუმრა.

ევროკომისიის მისიის ძირითადი მიზანი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების იმპლემენტაციის შეფასება. ამასთანავე,  მისიამ უნდა შეისწავლოს საქართველოს მზაობა ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დაწყებისთვის.

ევროკავშირის ექსპერტები შეისწავლიან საქართველოში დოკუმენტების უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობას, საზღვრის მართვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციას. ამასთანავე, ევროკომისიის ექსპერტებს სურთ, მოიპოვონ ინფორმაცია მიგრაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესის შესახებ. ევროკომისიის წარმომადგენლების თქმით, მათთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტები.

გამომდინარე იქიდან, რომ სავიზო დიალოგი ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ნაწილია, ექსპერტების მისია დაინტერესდა ისეთი საკითხებითაც, როგორიცაა ადამიანის უფლებების (მათ შორის უმცირესობათა)  დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა საქართველოში, რეფორმები სხვადასხვა სფეროებში.

ევროკომისიის საშინაო საქმეთა დირექტორატი მისიის საქართველოში ვიზიტის პარალელურად გაიმართავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო და რეადმისიის საკითხებზე  ერთობლივი კომიტეტების მორიგი შეხვედრებს.