შეხვედრა დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან

თარიღი: 13 მარტი 2012

დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი მენაშენეთა ასოციაციის  წარმომადგენლებს  შეხვედა.

შეხვედრაზე, საჯარო რეესტრისა და კომპანიების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები, იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობის  გაღრმავებაზე,  დასახეს  სამოქმედო გეგმები.

„უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონების რეგისტრაციების რაოდენობა. სახელმწიფოს  მხრიდან ამ პროცესის  ხელშეწყობა, მისი მხარდაჭერა   მოქნილ კანონმდებლობაში,  რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებაში გამოიხატა.   ამას ადასტურებს ისიც, რომ უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად  საქართველო მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა.

თუმცა  ჯერ კიდევ არის დარჩენილი პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარება და  გადაჭრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დეველოპერული კომპანიების საქმიანობისთვის.

მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას" - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა.