კახეთის რეგიონში არსებული მუზეუმების დირექტორებს ტრეინინგის წარმატებით გავლისთვის სერთიფიკატები გადაეცათ

თარიღი: 13 მარტი 2012

13 მარტს, იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ  კახეთის რეგიონში არსებული მუზეუმების დირექტორებს ტრეინინგის წარმატებით გავლისთვის სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

ტრენინგის მიზანი მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და მათთვის ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, რათა მუზეუმებში მისულმა მოქალაქეებმა  თანამშრომელთა მხრიდან ხარისხიანი და დროული მომსახურება მიიღონ.

ინტერაქტიულ სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება ისეთ საკითხებს დაეთმო, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება, თანამშრომელთა მომსახურების ხარისხის მართვა და მონიტორინგი. ტრეინინგის ფარგლებში რეგიონული სამსახურების ოფისის თანამშრომლები როლურ თამაშებსა და დისკუსიებში მონაწილეობენ, პრაქტიკულ სავარჯიშოებზე მუშაობენ და გამოიმუშავებენ ეფექტური მომსახურებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

აღნიშნული ტრეინინგები კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ტრეინინგს ეტაპობრივად ჯერ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ყველა ობიექტის - სასტუმროების, რესტორენების მენეჯერები, ხოლო შემდგომ ყველა თანამშრომელი გაივლის.

ეფექტური მომსახურების ტრეინინგების განხორციელება სხვადასხვა უწყებებისათვის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მას შემდეგ დაიწყო, რაც უწყებამ წარმატებით განახორციელა იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრენინგი. დღეისათვის ეფექტური მომსახურების ტრეინინგი სასაწავლო ცენტრში უკვე გაიარეს შემოსავლების სამსახურისა, მერიის და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა.