ევროკავშირის ექსპერტები რუსთავის იუსტიციის სახლში

თარიღი: 12 მარტი 2012

12 მარტს, რუსთავის იუსტიციის სახლს ევროკავშირის ექსპერტები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებმა  თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს, გაეცნენ იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფციას და იმ სერვისების პროცედურებს, რომლებსაც უწყება მოქალაქეებს სთავაზობს.

სტუმრებისათვის რუსთავის იუსტიციის სახლში სპეციალური ტურიც მოეწყო, რომლის დროსაც სტუმრებს საშუალება მიეცათ, დაკვირვებოდნენ იუსტიციის სახლის ფუნქციონირების სპეციფიკას და მომხმარებელთა მომსახურების პროცესს. იუსტიციის სახლის მენეჯერმა სტუმრებს ინფორმაცია საქართველოში მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებაც მიაწოდა.

დელეგაციის ვიზიტი იუსტიციის სახლში იმ რეფორმების შედეგების გაცნობის მიზნით განხორციელდა, რომელიც ქვეყანაში უკანასკნელ წლებში გატარდა.

 იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც აერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულად და კომფორტულად სთავაზობს. 2012 წლის 26 მაისს ბათუმში პირველი იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ, იუსტიციის სახლები ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურა. მოქალაქეების დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა 5 წუთზე ნაკლები უწევს, მომსახურების საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს.