ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს სერტიფიკატები გადაეცათ

თარიღი: 09 მარტი 2012

11 ახალდანიშნული ნოტარიუსი, შესაბამისი ტენინგების გავლისა და პროგრამებში ჩართვის შემდეგ, სანოტარო საქმიანობას შეუდგა.  დღეს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

„ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მოქალაქეზე ორიენტირება წარმოადგენს. ახალმა ნოტარიუსებმა „ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაში" გაიარეს ტრენინგი, რაც მათ მოქალაქეთა ეფექტური მომსახურებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება," - განაცხადა ნინო ხოფერიამ.

ახალი ნოტარიუსები უკვე ჩაერთვნენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მომსახურების სააგენტოსა და „საქართველოს საკნონმდებლო მაცნეს" ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში. აღნიშნული უწყებების ელექტრონული ბაზებით სარგებლობა ნოტარიუსებმა 2009 წლიდან დაიწყეს, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა სანოტარო მომსახურება და ამასთან, ნოტარიუსთა პალატას ონლაინ რეჟიმში სანოტარო მოსამხურების დანერგვის საშუალებაც მისცა. ნოტარიუსი აღნიშნული ელექტრონული ბაზების მეშვეობით ახდენს მოქალაქეთა პიროვნების იდენტიფიცირებას, იღებს ინფორმაციას უძრავი/მოძრავი ქონების მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახებ. შესაბამისად, ნოტარიუსთან მისულ მოქალაქეს სანოტარო მოქმედების შესასრულებლად აღარ უწევს სხვადასხვა უწყებაში წასვლა და სანოტარო მომსახურებას გამარტივებული ფორმით იღებს.