8 მარტს დაბადებულთა უმრავლესობა ქალბატონია

თარიღი: 08 მარტი 2012

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 426 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 10 024 ქალბატონია, ხოლო 6 402 მამაკაცი.

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ კვლევა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ 8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა ცხოვრობს: თბილისში, (4079), იმერეთში (2091),  ქვემო ქართლში (1960), კახეთსა (1484) და აჭარაში (1401).
8 მარტს ყველაზე მეტი ადამიანი (276 მოქალაქე) 1960 წელს დაიბადა.