იუსტიციის სამინისტრო და მთავარი პროკურატურა აცხადებს თემათა კონკურსს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის

თარიღი: 07 მარტი 2012

საკონკურსო თემები:

,,რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს?"

,,რატომ ვირჩევთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს?"

,,როგორ ვებრძოლოთ არასრულწლოვანთა დანაშაულს."

კონკურსის მონაწილეები: კონკურსის მონაწილე შეიძლება იყოს საქართველოს საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე (ერთი პირი და არა გუნდი), რომელსაც შეუძლია შეთავაზებული სამი თემიდან აირჩიოს ერთ-ერთი.

კონკურსის ჩატარების წესი:

- საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლები საგანმანათლებლო რესურცენტრების მხარდაჭერით უზრუნველყოფენ თითოეულ საჯარო სკოლაში ერთი საკონკურსო ნაშრომის გამოვლენას, რომელსაც 2012 წლის 1 აპრილამდე გადმოაგზავნიან იუსტიციის სამინისტროს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sazogadoeba@justice.gov.ge.

- წარმოდგენილი ნაშრომებიდან 2012 წლის 10 აპრილამდე გამოვლინდება თითოეული რეგიონიდან 1 საუკეთესო ნაშრომი.

- 2012 წლის 20 აპრილს საუკეთესო ნაშრომების ავტორებს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩაუტარდებათ ტრეინინგი ეფექტური პრეზენტაციის უნარ-ჩვევების დახვეწისათვის, ხოლო 21 აპრილს მონაწილეებს მიეცემათ დავალება, რომელზეც მათ 8 საათის განმავლობაში აქვთ უფლება, რომ იმუშავონ, ხოლო დღის ბოლოს  მონაწილეები  გააკეთებენ - 2012 წლის 21 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საჯაროდ მოეწყობა საკონკურსო თემების პრეზენტაცია, რომლის შედეგადაც გამოვლინდება 1 საუკეთესო ნაშრომი

საკონკურსო ნაშრომი: საკონკურსო ნაშრომი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 1000 სიტყვისაგან. (litnusx, 11)  

გამარჯვებული მონაწილეების გამოვლენა:

შეფასების კრიტერიუმები:

  • თემის სტილისტური მხარე;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი,
  • კრეატიულობა.

კონკურსის გამარჯვებულები: ფინალურ პრეზენტაციაში მონაწილე კონკურსანტები დაჯილდოვდებიან სიგელებით, ხოლო გამარჯვებული პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები ასევე დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით (,,IPAD" და ,, iPod").