რუსთავის იუსტიციის სახლს ყირგიზეთის კონტროლის პალატის წარმომადგენლები ესტუმრნენ

თარიღი: 05 მარტი 2012

5 მარტს, რუსთავის იუსტიციის სახლს ყირგიზეთის კონტროლის პალატის წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციის წევრებმა  თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების საივრცეები დაათვალიერეს, გაეცნენ იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფციას და იმ სერვისების პროცედურებს, რომლებსაც უწყება მოქალაქეებს სთავაზობს.

სტუმრებისათვის რუსთავის იუსტიციის სახლში სპეციალური ტურიც მოწყო, რომლის დროსაც ყირგიზეთის კონტროლის პალატის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დაკვირვებოდნენ იუსტიციის სახლის ფუნქციონირების სპეციფიკას და მომხმარებელთა მომსახურების პროცესს. იუსტიციის სახლის მენეჯერმა სტუმრებს ინფორმაცია საქართველოში მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებაც მიაწოდა.

ყირგიზეთის კონტროლის პალატის წარმომადგენლები საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. იუსტიციის სახლის გარდა, მათ უკვე დაათვალიერეს შს სამინისტროს მოსახურების სააგენტო, დაგეგმილია ვიზიტები სხვა სახელმწიფო უწყებებშიც. ყირგიზეთის დელეგაციის წევრები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლებთან.

დელეგაციის ვიზიტი იუსტიციის სახლში იმ რეფორმების შედეგების გაცნობის მიზნით განხორციელდა, რომელიც ქვეყანაში უკანასკნელ წლებში გატარდა.

 იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც აერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულად და კომფორტულად სთავაზობს. 2012 წლის 26 მაისს ბათუმში პირველი იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ, იუსტიციის სახლები ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურა. მოქალაქეების დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა 5 წუთზე ნაკლები უწევს, მომსახურების საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს.