უკრაინული დელეგაცია რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრა

თარიღი: 01 მარტი 2012

1 მარტს, რუსთავის იუსტიციის სახლს უკრაინის დელეგაცია ეწვია,რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების  ბიზნესწრეებისა და მედიის წარმომადგენლები შედიან. დელეგაცია ქ. ოდესის მერის,  ალექსეი კოსტუსევის ხელმძღვანელობით იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნო და  სპეციალურად მათთვის მოწყობილი ტურის ფარგლებში, უწყების მუშაობის სფეციფიკას გაეცნო  სტუმრებმა  თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს.

რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერმა დელეგაციის წევრებს განუმარტა, თუ რა პროცედურები და დროის რა რესურსია  საჭირო იმ სერვისების მისაღებად, რასაც იუსტიციის სახლი მომხმარებელს სთავზობს და სტატისტიკური ინფორმაციაც მაიწოდა.  მისი განმარტებით, ბათუმის, რუსთავისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები, 26 მაისიდან მოყოლებული,  ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურა. მოქალაქეების დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა 5 წუთზე ნაკლები უწევს, მომსახურების საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს.   ტურის ბოლოს იუსტიციის სახლის მენეჯერმა სტუმრების შეკითხვებს უპასაუხა, რომლებიც, ძირითადად, ბიზნესისა და ქონების რეგსტრაციის  საკითხებსა და პროცედურებს ეხებოდა.

უკრაინის დელეგაცია  საქართველოში დღეს ჩამოვიდა. იუსტიციის სახლის გარდა, მათ უკვე დაათვალირეს შსს მომსახურების სააგენტო და საბაჟო ტერმინალი. დღესვე ოდესელ სტუმრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე მიიღებს. ხვალ კი უკრაინელი ბიზნესმენი პრლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მერს, ეკონომიკის მინისტრს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდებიან.

იუსტიციის სახლში უკრანელების ვიზიტის მიზანი იმ წარმატებული რეფორმების შედეგების გაცნობაა, რომელიც საქართველოში სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარდა.

დღის ბოლოს უკრაინის დელეგაცია იუსტიციის სამინისტროს ეწვია. იუსტიციის მინისტრის  მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ უკრაინელ სტუმრებს მომსახურების სფეროსა და სისხლის სამართლის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე პრეზენტაციები წარუდგინეს.