იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრეინინგი გრძელდება

თარიღი: 25 თებერვალი 2012

იუსტიციის სასწავლო ცენტრში იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრეინინგი მიმდინარეობს. ინტერაქტიულ სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა  ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება, სტრესის მენეჯმენტი, კონფლიქტების მართვა, სერვისების პროცედურები.  ტრეინინგის ფარგლებში რეგიონული სამსახურების ოფისის თანამშრომლები როლურ თამაშებსა და დისკუსიებში მონაწილეობენ,  პრაქტიკულ სავარჯიშოებზე მუშაობენ და გამოიმუშავებენ ეფექტური მომსახურებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ტრეინინგების მიზანი თანამშრომელთა შორის მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა  და მათთვის ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, რათა იუსტიციის სახლის ყველა სტუმარმა სერვისცენტრების თანამშრომელთა მხრიდან ხარისხიანი და დროული მომსახურება მიიღოს.

თანამშრომელთა ტრეინინგები იუსტიციის სახლის საკადრო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. უწყების HR-სტრატეგიის თანახმად ახალი თანამშრომლის მიღება  ყველა პოზიციაზე რამდენიმე ეტაპიანი კონკურსით ხორციელდება. განცხადების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს ტესტირების, ჯგუფური და

ინდივიდუალური გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალურად მისი პოზიციისათვის შერჩეული ტრეინინგები უტარდებათ, რის შემდეგაც სასურველ თანამდებობაზე ინიშნებიან.

საკადრო რესურსის უწყვეტი პროფესული ზრდისა და  განვითარებისათვის, გადამზადებისა და ტრეინინგების კურსებს იუსტიციის სამინისტრო ყველა თანამშრომელისათვის ახორციელებს.