საქველმოქმედო აქცია მრავალშვილიანი ოჯახისათვის

თარიღი: 24 თებერვალი 2012

24 თებერვალს, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის წარმოამდგენლები ბერიანიძეების  ოჯახს ეწვივნენ და საჩუქრები გადასცეს. სტუმრებმა ბავშვებს ტკბილეული და ვიდეოკამერა მიუტანეს. პროკურორებთან ერთად მრავალშვილიანი ოჯახი მომღერალმა დავით არჩვაძემ და ანსამბლ თეატრალურის კვარტეტის წევრებმაც ინახულეს.

ბერიანიძეების ოჯახს 6-დან-18 წლამდე ასაკის 7 შვილი ჰყავს. მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს აქვთ მუსიკალური განათლება, უკრავენ სხვადსხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე და მონაწილეობას იღებენ თეატრალურ წარმოდგენებში. ბავშვებთან ერთად რამდენიმე სიმღერა მომღერლებმაც შეასრულეს.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ეწყობა, რომელიც საქართველოში 2006 წლიდან ხორცილედება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობას ბავშვებთან და მოზარდებთან, უზრუნველყოს პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს მუშაობის ეფექტურობა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.