რუსთავის იუსტიციის სახლს ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეწვია

თარიღი: 22 თებერვალი 2012

რუსთავის იუსტიციის სახლს ყირგიზეთის დელეგაცია ესტუმრა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და მისმა თანხმლებმა პირებმა თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ იუსტიციის სახლის სერვისებს და მისი მუშაობის სპეციფიკას.

იუსტიციის სახლის მენეჯერმა სტუმრებს სერვისების ახალი კონცეფცია წარუდგინა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ყველა მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს; ესაუბრა აგრეთვე მომსახურებისა  და ეფექტური კომუნიკაციის ერთიანი სტანდარტების შესახებ, რომელიც იუსტიციის სახლებში ინერგება.

ყირგიზეთის დელეგაცია საქართველოში უკანასკნელი წლების მანძილზე გატარებული რეფორმების გასაცნობად ჩამოვიდა. სახელმწიფო მომსახურების სფეროში დანერგილ სიახელეებს კი  სტუმრები, კონკრეტულად,  რუსთავის იუსტიციის სახლის მაგალითზე გაეცნენ. 

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც აერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულად და კომფორტულად სთავაზობს. 2012 წლის 26 მაისს ბათუმში პირველი იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ, იუსტიციის სახლები ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურა. მოქალაქეების დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა 5 წუთზე ნაკლები უწევს, მომსახურების საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს.