საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანია

თარიღი: 21 თებერვალი 2012

21 თებერვალს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში" მთავარმა პროკურატურამ საქართველოში ნარკოტიკული ვითარების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოაწყო. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო სექტორის, აგრეთვე - სამეცნიერო და პედაგოგიური წრეების წარმომადგენლები.

ღონისძიება საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გახსნა,  ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია კი მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ წარადგინა.

ჩატარებული კვლევის თანახმად, ნარკოდანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში 2011 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა,  გასულ წელს 2010  წელთან  შედარებით, 32%-ით ნაკლები ნარკოდანაშაულია აღრიცხული, 2007 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით კი, ნარკოდანაშაულის კლება 53,1% შეადგენს. მიუხედავად ამისა, სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს.

როგორც კვლევამ აჩვენა, სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ე.წ. „მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" შავ ბაზარზე უკანონო ბრუნვა შემცირდა. რის შედეგადაც გაზრდილია ისეთი ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური საშუალებების უკანონო მოხმარება, რომელთა ხელმისაწვდომობა არ არის დამოკიდებული უკანონო იმპორტზე („მარიხუანა", „კოდეინის" შემცველი ტაბლეტები,  ამფეტამინის და მეტამფეტამინის შემცველი წამლები,  ფსიქოაქტიური  ნივთიერებები).

ნარკომომხმარებელთა ასაკობრივი ჯგუფების ანალიზიდან ირკვევა, რომ მცირდება ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რიცხვი, რაც იმას ნიშნავს რომ ნარკომომხმარებელთა ასაკი ხანდაზმული გახდა.

გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს სამართალდაცავი სტრუქტურების პოლიტიკას ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში.

ანტინარკოტიკულ კამპანიაში საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები ჩაერთვნენ

ანტინარკოტიკულ კამპანიაში ქალაქ თბილისის მერია ერთვება

ანტინარკოტიკული კამპანია გრძელდება

ლოგოსა და დევიზის კონკურსი ანტინარკოტიკული კამპანიისთვის

ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში პრაიმ თაიმის პრეს კლუბში ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსი ანტინარკოტიკული კამპანიისთვის

საკალათბურთო ტურნირი  ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში