საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თარიღი: 21 თებერვალი 2012

ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულდა. იუსტიციის სამინისტროში დღეს გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმეს. ტრეფიკინგის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას ორი ორგანიზაცია განახორციელებს - ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი და  ტრენერ პედაგოგთა კავშირი „ლამპარი".

კონკურსი ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის 5 იანვარს გამოაცხადა.  კონკურსში მონაწილეობა ექვსმა აპლიკანტმა მიიღო, გამარჯვებულები საგრანტო საბჭომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა.

პროგრამა სამთვიანია, მთელ საქართველოს მოიცავს და  მისი მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა იუსტიციის სამინისტროს მიერ წამოწყებულ მნიშვნელოვან პროექტებში. თითოეული გარნტის მაქსიმალური ოდენობა  5 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის ინფორმირებას ტრეფიკინგის საკითხებზე, საფრთხეების, მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებაზე მიმართული  მექანიზმების, აგრეთვე - ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობებზე, რაც ხელს შეუწყობს ტრეფიკინგის პრევენციას.

საგრანტო კომპონენტის განხორციელების უფლება იუსტიციის სამინისტროს 2012 წლის იანვრიდან მიენიჭა. აღნიშნული უფლებამოსლების ფარგლებში უწყებამ უკვე გამოაცხადა ორი კონკურსი.