ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების მეორე ეტაპი

თარიღი: 18 თებერვალი 2012

2012 წლის 18 თებერვალს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების მეორე ეტაპი გაიმართა. ამჯერად ნოტარიუსობის მსურველებს ტესტირება პროფესიულ საკითხებში ჩაუტარდათ.

გამოცდაში ის კანდიდატები მონაწილოებდნენ, რომლებმაც წარმატებით გადალახეს პირველი ეტაპი - ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტში 70 ან მასზე მეტი ქულა დააგროვეს. სამოცდაერთი მსურველიდან, პროფესიულ ტესტირებაზე 41 მათგანი იქნა დაშვებული.

პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დაინტერესებული პირებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ და ისინი ნოტარიუსებად მუშაობის  უფლებას მოიპოვებენ.