„საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრები ბათუმის იუსტიციის სახლს ესტუმრნენ

თარიღი: 17 თებერვალი 2012

17 თებერვალს, ბათუმის იუსტიციის სახლს „საქართველოს ბიზნესასოციაციის" წევრები ესტუმრნენ. იუსტიციის სახლის მენეჯერმა ქართველ ბიზნესმენებს  ბათუმის იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა, გააცნო მისი მუშაობის სპეციფიკა და სერვისის პროცედურები. განუმარტა, თუ რა ოპერაციები სრულდება თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეებში და  ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სამხელმწიფო მომსახურების სფეროში დანერგილი ონლაინსერვისების შესახებ. ბიზნესმენებმა იუსტიციის სახლის დემოცენტრიც დაათვალერეს, სადაც იმ ოპერაციების დემონსტრირება მოეწყო, რომლებიც  იუსტიციის  სახლებში ხორციელდება. „საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებმა"  მონიტორებზე სხვადასხვა ოპერაციები თავად ჩაატარეს,  ვიზიტის ბოლოს კი სტუმრებმა იუსტიციის სახლის მომსახურებითაც ისარგებლეს - ბიზნესმენების ნაწილმა ID-ბარათები დაჩქარებული წესით აიღო.  

„საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები" ბათუმში სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში იმყოფიან, რომელიც საქართველოს მთავრობის მონაწილეობით იმართება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, ენერგეტიკისა და  ეკონომიკის მინისტრები, აგრეთვე იუსტიციის მინისტრის მოადგილე უწყებებში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმლი რეფორმების შესახებ მოხსენებით წარსდგებიან და ბიზნესმენების  კითხვებს უპასუხებენ. განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა საგადასახადო საკითხები, სალიზინგო პოლიტიკა, დეველოპმენტი, საფინანსო სექტორი, სადაზღვევო და ჰოსპიტალური სექტორი, სოფლის მეურნეობა და მისი საინვესტიციო პოტენციალი და სხვ.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც აერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულად და კომფორტულად სთავაზობს. 2012 წლის 26 მაისს ბათუმში პირველი იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ, იუსტიციის სახლები ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურა. მოქალაქეების დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა 5 წუთზე ნაკლები უწევს, მომსახურების საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს.