იუსტიციის სამინისტროში ლიტველ ექპერტებთან შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 17 თებერვალი 2012

17 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ლიტველ ექსპერტებს შეხვდნენ. სემინარის თემა იყო ევროკავშირის ქვეყნების ახალგაზრდული პოლიტიკა, აგრეთვე, დასავლეთის ქვეყნებში განხორციელებული წარმატებული პროექტები ახალგაზრდობის საზოგადოებრივად გააქტიურებისა და არასრულწლოვნების სპეციფიკური პრობლემების გადაჭრის კუთხით. ახალგაზრდული პოლიტიკის ლიტველმა ექსპერტებმა იუსტიციის სმაინისტროს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის ქვეყნებში ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვისა და მართვის მექანიზმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდული მუშაკის (Youth Worker) ინსტიტუტს, რომელის ფუნქციაა, დაეხმაროს ახალგაზრდებს, უეთ გაიცნონ  საკუთარ თავი და საზოგადოება, ხელი შეუწყოს მათ საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობებს, განათლებას და განვითარებას.

ლიტველმა ექსოერტებმა  ინფორმაცია მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული ახალგაზრდული პროექტების შესახებ. პროგრამებმა - „ჩემი უფროსი მეგობარი", „არჩევანი შენზეა", „ჩვენი საზოგადოება" - მათი დიდი ინტერესი გამოიწვია.

„ჩემი უფროსი მეგობარი" 2011 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე არასრულწლოვნებზე ზრუნვაა. პროგრამა გულისხმობს  სტრუქტურული ურთიერთობას მოზარდსა და უფროს მეგობარს შორის, რომლის დროსაც უფროსი მეგობარი არასრულწლოვანს სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების მოგვარებაში ეხმარება.

„არჩევანი შენზეა" - განათლების სამინისტროსთან ერთად ხორციელდება, პროგრამის ფარგლებში წარმატებული ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეები სკოლის მოსწავლეებს პირად გამოცდილებას უზიარებენ და საკუთარ მაგალითზე უჩვენებენ, რა არის საჭირო საზგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად.

პროექტის „ჩვენი საზოგადოება" - ფარგლებში სკოლის მოსწავლეები იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლებს სტუმრობენ, ათვალიერებენ გარემოსა და ინფრასტრუქტურას, ისმენენ პრეზენტაციებს მათთვის საინტერესო საკითხებზე და იღებენ ინფორმაციას ქვეყანაში განხორცილებეული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

ახალი ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას იუსტიციის სამინისტრო მომავლაშიც გეგმავს.