საქართველოს პროკურატურის განცხადება

თარიღი: 09 თებერვალი 2012

მკვლელობის მცდელობისთვის, ასევე იარაღის უკანონო ტარებისთვის ბრალდებულ სოფო ნიკოლიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გრიფით "საიდუმლო" არ ადევს. სოფო ნიკოლიშვილის დაკავებიდან, კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა ღიად ჩატარდა, მხარეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქმეში არსებულ მასალებს. ღია იყო სასამართლო სხდომა, სადაც მტკიცებულებების განხილვა მხარეების თანდასწრებით მოხდა.

მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულ საქმეზე დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაცია მომავალშიც იქნება ხელმისაწვდომი.