აზერბაჯანულენოვანი სკოლის მოსწავლეები იუსტიციის სამინისტროში

თარიღი: 20 დეკემბერი 2011

20 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროს თბილისის აზერბაიჯანულენოვნი სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.  იუსტიციის სამინისტროს მენეჯერებმა ახალგაზრდებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნეს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ელექტრონული პირადობის მოწმობის შესახებ, ესაუბრნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე, სასჯელის ალტერნატიულ სახეობებზე და მათი გამოყენების მიზანშეწონილებაზე, აგრეთვე - ელექტრონული მმართველობის კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ.

დღესვე თბილისის 73-ე  საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსთავის იუსტიციის სახლიც დაათვალიერეს და მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შედეგებს გაეცნენ.

საჯარო სკოლის მოსწავლეებს იუსტიციის სამინისტრო პროექტ „ჩვენი საზოგადოების" ფარგლებში მასპინძლობს, რომელსაც უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.  პორექტი სულ რამდენიმე თვეა, მოქმედებს. არაქართულენოვანი  მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობა მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრომ დღეს პირველად უმასპინძლა.

„ჩვენი საზოგადოება," ეტაპობრივად,    საქართველოს ყველა სკოლას მოიცავს.