ეროვნულ არქივს პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაცია ეწვია

თარიღი: 09 დეკემბერი 2011

საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა  პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაცია მიიღო, რომელსაც საარქივო ჩანაწერების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანდრეი პიეჩუნკო ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ესწრებოდა, აგრეთვე შს სამინისტროს საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელი ომარ თუშურაშვილი. პოლონურმა და ქართულმა მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პოლონელები საქართველოს ეროვნულ არქივსა და  შს სამინისტროს საარქივო სამმართველოში ქვეყანაში მცხოვრები პოლონელების შესახებ ინფორმაციის მოპოვებითაა დაინტერესებული. ამ საქმიანობას პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი ახალი პროექტის ფარგლებში ახორცილებს, რომლის მიზანი სხვადასხვა ქვეყნის არქივებში 1949-1991 წლებში რეპრესირებული პოლონელების თაობაზე დოკუმენტების მოძიებაა. სტუმრები დაინტერესებულნი არიან, ასევე, ყველა იმ საარქივო საქმით, რომელიც ამ პერიოდის საქართველოში პოლონელების ცხოვრებას შეეხება.

ეროვნული არქივის დირექტორის თეონა იაშვილის განცახდებით, საქართველოს ეროვნული არქივი მზადაა, ითანამშრომლოს პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტთან და ჩაერთოს მის პროექტებში.
ეროვნულ არქივში, ისევე, როგორც დოკუმენტების მოძიებისა და შესწავლის შემდეგ პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი წიგნის გამოცემას გეგმავს.