პროკურატურის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომა გაიმართა

თარიღი: 06 დეკემბერი 2011

2011 წლის 6 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  პროკურატურის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი საბჭოს წევრები - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, აგრეთვე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  წევრები.

პროკურატურის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომა საქართველოს მთავარმა პროკურორმა, მურთაზ  ზოდელავამ გახნა.მიმდინარე პროკურატურაში პროექტების, მათ შორის „საზოგადოებრივი პროკურატურის” შესახებ ისაუბრა მთავარი პროკურორის პირველმა მოდგილემ დავით საყვარელიძემ, სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის კუთხით უწყების მიერ განხორციელებული აქტივობები კი  იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ოთარ კახიძემ შეაჯამა.

სხდომის ფარგლებში განიხილეს  ისეთი საკითხები, როგორიცაა პროფესიული განვითარების და დასაქმების სტანდარტები პროკურტურის სისტემაში, გენერალურ ინსპექციაზე  საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება და სხვა.

პროკურატურის საზოგადოებრივი საბჭო იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოა, რომელიც მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა და 2008 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ამოცანებია საქართველოს პროკურატურაში თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებებზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება, პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსისა და შერჩეული კანდიდატებისთვის სწავლების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის განახლება და მის შესრულებაზე ზედამხედველობა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის  განხორციელება,  საქართველოს პროკურატურის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ზედამხედველობა.