იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრეინინგი გრძელდება

თარიღი: 30 ნოემბერი 2011

იუსტიციის სამინისტროში თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრენინგების მორიგი ეტაპი მიმდნარეობს.

სემინარებზე  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა  ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება, სტრესის მენეჯმენტი, კონფლიქტების მართვა, სერვისების პროცედურები და სხვა.  სემინარები ინტერაქტიულია, მის ფარგლებში  ოფისის თანამშრომლები როლურ თამაშებსა და დისკუსიებში მონაწილეობენ,  პრაქტიკულ სავარჯიშოებზე მუშაობენ და გამოიმუშავებენ ეფექტური მომსახურებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ტრეინინგების მიზანი თანამშრომელთა შორის მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა  და მათთვის ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, რათა იუსტიციის სახლის ყველა სტუმარმა სერვისცენტრების თანამშრომელთა მხრიდან ხარისხიანი და დროული მომსახურება მიიღოს.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სხვადასხვა სტრუქტურის სერვისების მიღება მოქალაქეებისათვის ერთ სივრცეშია შესაძლებელი. მომხმარებელს საშუალება აქვს, მიიღოს  სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს,   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის  სერვისები.    

იუსტიციის სახლები უკვე ფუნქციონირებს ბათუმში,  რუსთავში, მესტიასა და ქუთაისში. თბილისის იუსტიციის სახლის გახსნა 2012 წელსაა დაგეგმილი.