ლიტვის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს დელეგაცია იუსტიციის სახლის სერვისებს გაეცნო

თარიღი: 28 ნოემბერი 2011

28 ნოემბერს, რუსთავის იუსტიციის სახლს ლიტველი სტუმრები ეწვივნენ. ლიტვის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს თავმჯდომარემ და დელეგაციის სხვა წევრებმა თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ იუსტიციის სახლის სერვისებს და მისი მუშაობის სპეციფიკას.

იუსტიციის სახლის მენეჯერმა ლიტველ სტუმრებს სერვისების ახალი კონცეფცია წარუდგინა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ყველა მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს; ესაუბრა აგრეთვე მომსახურებისა  და ეფექტური კომუნიკაციის ერთიანი სტანდარტების შესახებ, რომელიც იუსტიციის სახლებში ინერგება.

ლიტვის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს დელეგაცია საქართველოში უკანასკნელი წლების მანძილზე გატარებული რეფორმების გასაცნობად ჩამოვიდა.  მათ საქართველოს კონტროლს პალატა მასპინძლობს.

იუსტიციის სახლში ვიზიტი კი იმ სიახლეების გაცნობას ისახავდა მიზნად, რომელიც ქვეყანაში სახელმწიფო მომსახურების სფეროში განხორციელდა. ვიზიტი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ლიტვის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს წარმომადგენლები საქართველოს 1 დეკემბერს დატოვებენ.