იუსტიციის სამინისტროს პროექტების პრეზენტაცია პარლამენტში

თარიღი: 05 მაისი 2011

2011 წლის 5 მაისს, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა  უწყებაში მიმდინარე რეფორმების პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში გამართეს.

„იუსტიციის სამინისტროს პროგრამები: „შედეგები და პერსპექტივები“ -  იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე, სამინიტროს ადმინისტრაციის უფროსი ანდრო გიგაური და ანალიტიკური დეპარტემენტის უფროსი ოთარ კახიძე ესაუბრნენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო იუსტიციის სამინიტროს მიერ განხორციელებული აქტივობები როგორც სისხლის სამართლებრივი სფეროს რეფორმირების მიმართულებით, ისე - უწყების მიერ მოქლაქეებისათვის შეთავაზებული სერვისების რეფორმირების კუთხით.

დეპუტატებს იუსტიციის სახლის კონცეფციის პრეზენტაცია საქართველოს იუტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ წარუდგინა, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის საკითხები მიმოიხილა  მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში სამინისტროში განხორციელებული ნოვაციური პროექტების შესახებ დეპუტატებს ანდრო გიგაური ესაუბრა.

ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ოთარ კახიძემ კი აღნიშნა, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განრიდების პოზიტიური გამოცდილების გათვალიწინებით, სამინისტრო კიდევ ერთ სიახლეს - სრულწლოვანთა განრიდების მექანიზმის ამოქმედებას გეგმავს.

პრეზენტაციის ბოლოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.