საქართველოს პროკურატურის ხელშეწყობით სოციალურად დაუცველი მოქალაქე დასაქმდა

თარიღი: 08 აპრილი 2011

საქართველოს პროკურატურის ხელშეწყობით კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი მოქალაქე დასაქმდა. ზესტაფონში მცხოვრები ირაკლი ნებიერიძე დღეიდან სააქციო საზოგადოება "იონში" დაიწყებს მუშაობას. კომპნიაში, რომლის ძირითადი ფუნქცია ელექტრომოწყობილობებისა და ტრანსფორმატორების გამოშვებაა, ის სტაბილურ სამუშაოს მიიღებს, ყოველთვიური ხელფასი  200 ლარი ექნება, სურვილის შემთხვევაში კი  საშუალება მიეცემა, პროფესიასაც დაეუფლოს.

ირაკლი ნებიერიძის ოჯახს სოციალური პრობლემები აქვს. ზესტაფონის პროკურატურამ გაითვალისწინა ახალგაზრდის მძიმე მატერიალური მდგომარეობა და მას დასაქმებისათვის საჭირო რეკომენდაცია გაუწია. ახალი თანამშრომელი "იონის" კოლექტივს ზესტაფონის პროკურორმა ვახტანგ ჭუმბურიძემ დღეს წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურა დასაქმების პროგრამას პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის"  ფარგლებში ახორციელებს. პროექტის მიზანია პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის გაზრდა, დანაშაულის პრევენციის მიმრთულებით პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.