''ნაფიც მსაჯულთა სასამართლო: შენ ირჩევ'' - კონკურსი სტუდენტებისა და უფროსკლასელებისათვის

თარიღი: 06 აპრილი 2011

საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით, სტუდენტებისა და უფროსკლასელებისთვის გაიმართება თემების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის, ახალციხის, ბათუმის, გორის, ხაშურის, რუსთავის, თელავისა და ზუგდიდის სასწავლებლების მოსწავლეები და სტუდენტები.

6 აპრილს კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ღია კარის დღე მოეწყო. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოში ჯარედ ქემბელმა, თბილისის პროკურორის მოადგილემ გირშელ ძებნიაურმა, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნინო ბერუაშვილმა ახალგაზრდებს კონკურსის დეტალები გააცნეს.

სტუდენტური და სასკოლო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ საჯარო სკოლების უფროსკლასელებსა და უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის I და II კურსის სტუდენტებს.

თბილისის პროკურორის მოადგილე გირშელ ძებნიაური ახალგაზრდებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობაზე ესაუბრა. "საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული ეს რევოლუციური ცვლილება საშუალებას გვაძლევს საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად, ნაფიცი მსაჯულების სახით უშუალოდ ჩაერთონ მართლმსაჯულების განხორციელებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მოსამართლეს პროცესის წამყვანის ფუნქცია ეკისრება, გადაწყვეტილებას კი კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ნაფიცი მსაჯულები დამოუკიდებლად იღებენ," - განაცხადა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გირშელ ძებნიაურმა. თემზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ ესაუბრა.

აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა ჯარედ ქემბელმა სტუდენტებსა და მოსწავლებს განუმარტა, კონკურსის პირობები. ჯარედ ქემბელის თქმით, ფინალურ ეტაპზე გასული კონკურსანტებიდან საუკეთესო ნაშრომის ავტორებს - სამ მოსწავლესა და სამ სტუდენტს საელჩო გამოავლენს და მათ სპეციალურ პრიზები გადაეცემათ.

პროკურატურისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა შეკითხვებს უპასუხეს.

კონკურსში "ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - შენ ირჩევ" მონაწილეობის მსურველებს განაცხადების წარმოდგენა 2011 წლის 29 აპრილამდე შეუძლიათ შემდეგ მისამართზე:

http://georgia.usembassy.gov/american-corners-2/essay_contest3.html