საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდი www.justice.gov.ge ყველაზე ინფორმაციულ ვებ-გვერდებს შორის დასახელდა

თარიღი: 15 მარტი 2011

ინტერნეტ-გამოცემა onlinenews.ge-ს მომხმარებლებმა სამინისტროებს შორის  სამი ყველაზე ინფორმაციული ვებ-გვერდი გამოავლინეს.

გამოკითხვების მიხედვით, სახელმწიფო უწყებებს შორის ყველაზე ინფორმაციული ვებ-გვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, www.police.ge-მ - ხმათა 24% მიიღო, მეორე ადგილზე 23%-ით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი www.mes.gov.ge გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე  22%-ით იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდია www.justice.gov.ge.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში კითხვას - „რომელი სამინისტროს ვებ-გვერდია ყველაზე ინფორმაციული?" -  onlinenews.ge-ს  10.500-მა უნიკალურმა მომხმარებელმა  უპასუხა.

დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გამარჯვებულები დააჯილდოვეს. საპრიზო ადგილზე გასული სამინისტროების წარმომადგენლებს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია:

  • ქვეყანაში არსებული ნორმატიული აქტები, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება
  • ინფორმაციები საერთაშორისო სასამართლოების, ასევე ამ სასამართლოებში საქართველოს სარჩელების შესახებ
  • სისხლის სამართლის რეფორმის, სხვა მნიშვნელოვანი პროექტების - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის, ანტიკორუფციული სტრატეგიის, კიბერ-დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ინფორმაციები
  • დანაშაულის სოციოლოგიური კვლევის შედეგები
  • დანაშაულის სტატისტიკა
  • სამოქალაქო და საჯარო რეესტრების სერვისები
  • პოლიტიკური ორგანიზაციების, შემოქმედებითი კავშირების, ნოტარიუსების, კერძო აღმასრულებლების რეგისტრაციის შესახებ ცნობები
  • ინფორმაციები ტენდერების, ვაკანსიების, ტრენინგების შესახებ
  • საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალები

იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდი მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი სანავიგაციო სისტემის, უამრავი სასარგებლო ინფორმაციის შემცველი ვებ-გვერდია, რომელიც მუდმივ განახლებას განიცდის.