საჯარო ლექცია არასრულწლოვანთა დანაშაულის საკითხებზე

თარიღი: 04 მარტი 2011

მთავარი პროკურორის პირველმა მოდგილემ დავით საყვარელიძემ, საქართველოს უნივერსიტეტში სამართლის სკოლის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.

დავით საყვარელიძე მსმენელებს არასრულწლოვანთა დანაშაულის სპეციფიკაზე ესაუბრა, განუმარტა მათ ის ცვლილებები, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელდა. საუბარი შეეხო როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკის ლიბერალიზაციას ზოგადად, ასევე - კონკრეტულ პროექტებს, რომელსაც საქართველოს ისუტიციის სამინსტრო და მთავარი პროკურატურა ახორცილებენ მოზარდთა და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით.

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მომავალ იურისტებთან ისეთ პროექტებზე ისაუბრა, როგორიცაა „არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია", „ჩემი უფროსი მეგობარი" და „საზოგადოებრივი პროკურატურა". დავით საყვარელიძემ შეხვედრის ბოლოს სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

საჯარო ლექცია არასრულწლოვანთა დანაშაულის საკითხებზე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში გაიმართა.