შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ექსპერტების ვიზიტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში

თარიღი: 04 მარტი 2011

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ექსპერტები ეწვივნენ. შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს დირექტორს აღსრულების საკითხებში - სვენ კილგრენს და  სააღსრულებო სააგენტოს ექსპერტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე შეხვდა.

გიორგი ვაშაძემ სტუმრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები გააცნო, მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროს სერვისების, Online-მომსახურების,  ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შესახებ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრამდე შვედ კოლეგებს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უმასპინძლა. უწყებაში განხორციელბული რეფორმები  მათ ნ. მელიამ გააცნო. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს  წარმომადგენლებმა სამინისტროს სხვა სამსახურებშიც გამართეს შეხვედრები.

შეხვედრების დროს მოძიებული ინფორმაციის ანალიზს და მიღებულ შედეგებს შვედი აღმასრულებლები შემაჯამებელ სემინარზე ქართველ კოლეგებთან ერთად განიხილავენ.

ვიზტი საქართველოში მიზნად ისახავს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების გაცნობას და ამ კუთხით მომავალი აქტვობების მხარდაჭერას. იგი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „პარტნიორობის პროექტის" ფარგლებში ხორცეილდება.