პროკურატურის გამომძიებლების ინტენსიური ტრენინგ-პროგრამა დაიწყო

თარიღი: 04 მარტი 2011

4 მარტს, ბაკურიანში პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებისთვის ტრენინგები დაიწყო. აღნიშნული ტრენინგები იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია  საგადასახადო კოდექსის, შესყიდვების კანონმდებლობის ცვლილებების გაცნობა და ასევე პრაქტიკული საქმეების განხილვა.

ტრენინგის დროს განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ბიუჯეტის დაგეგმვა, ახალი საგადასახადო კოდექსი, შესყიდვების კანონმდებლობა და ა.შ.

გამომძიებლებმა განიხილეს სისხლის სამართლის კონკრეტული საქმეები, მონაწილეობა მიიიღეს დისკუსიებში და პრაქტიკულ სავარჯიშოებში, მათ ასევე კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს პროკურატურის ზედა რგოლის მენეჯერებისგან.

გამომძიებელთა ტრენინგები მომავალშიც იგეგმება. მათ გადამზადება ჩაუტარდებათ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.

ტრენინგიები 4 მარტს დაიწყო და ორ დღეს გასტანს.