ნოტარიუსთა პალატა რვაშვილიან ოჯახს დაეხმარა

თარიღი: 03 მარტი 2011

დედის დღეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ბოლქვაძეების მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრები გადასცა. ოჯახს რვა შვილი ჰყავს - უმცროსი, ერთი წლის გაბრიელი საქართველოს პატრიარქის ნათლულია.

საჩუქრები - გასაშლელი საწოლი, საკვები პროდუქტები ოჯახის წევრთა სურვილისა და საჭიროების მიხედვით შეირჩა.

როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ განაცხადა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მრავალშვილიან ოჯახებს ხშირად ეხმარება. საშობაოდ პალატის წარმომადგენლებმა კენჭოშვილების ხუთშვილიან ოჯახს მაცივარი აჩუქეს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიუსთა პალატა საქველმოქმედო ღონისძიებებს მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ასევე მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ხანდაზმულთა თავშესაფრებისთვის სისტემატურად მართავს.