იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრენინგები დაიწყო

თარიღი: 01 მარტი 2011

იუსტიციის სასწავლო ცენტრში იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრენინგები მიმდინარეობს. სწავლებაში მონაწილეობენ იუსტიციის სამინისტროს სამსახურების რეგიონული ოფისების  თანამშრომლები.

ტრენინგის მიმდინარეობისას ყურადღება ეთმობა ისეთი საკითხებს, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება, სტრესის მენეჯმენტი, კონფლიქტების მართვა, სერვისების პროცედურები და სხვა. სწავლება ინტერაქტიულია, თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ როლურ თამაშებსა და დისკუსიებში, მუშაობენ პრაქტიკულ სავარჯიშოებზე და ტერნერების დახმარებით გამოიმუშავებენ ეფექტური მომსახურებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ტრეინინგების მიზანი თანამშრომელთა შორის ეფექტური მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა  და მათთვის ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა. სწავლება პერიოდულად გაგრძელდება და, საბოლოო ჯამში, მას იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელი გაივლის.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულება იქნება საქართველოში, სადაც სხვადასხვა სტრუქტურის სერვისების მიღება მოქალაქეებისათვის ერთი ფანჯრის პინციპით იქნება შესაძლებელი. იუსტიციის სახლის თანამშრომლები მოქალაქეებს შესთავაზებენ მათ საჭიროებებზე ორიენტირებულ, სწრაფ და გამარტივებულ მომსახურებას.

საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი ბათუმში, მიმდინარე წელს  გაიხსნება.