აღსრულების ეროვნული ბიურო ელექტრონული გამჭვირვალეობის ხარისხით საჯარო დაწესებულებებს შორის პირველ ადგილზეა

თარიღი: 28 თებერვალი 2011

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"-ს მიერ საქართველოს საჯარო დაწესებულებების ელექტრონული გამჭვირვალეობის შესახებ ჩატარებული კვლევებში პირველი ადგილი დაიკავა.

კვლევები 2010 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა და 48 საჯარო უწყების ვებ-გვერდი იქნა შესწავლილი. კვლევის ფარგლებში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"-ს წარმომადგენლები საჯარო უწყების შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებს ელექტრონული გამჭვირვალობისა და ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამჭვირვალეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევდნენ.

პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა" და „ეროვნული უსაფრთხოების არქივის" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ანალოგიური შინაარსის პროექტი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" 2010 წელსაც განახორციელა. წინა კვლევების დროს ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგი განახორციელეს. ამჯერად კვლევის ობიექტებად სამინისტროებისა და მათ ფარგლებში მოქმედი საჯარო სამართლის პირების ვებ-გვერდები იქნა შერჩეული.