საახალწლო საჩუქარი დაწყებითი საბაზო სკოლის მოსწავლეებს

თარიღი: 24 დეკემბერი 2010

2010 წლის 24 დეკემბერს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დამდეგი შობა-ახალი წელი ქ. თბილისის N 193-ე დაწყებითი საბაზო სკოლის მოსწავლეებს მიულოცეს. სკოლის საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე 62 ბავშვს საჩუქრად გადაეცათ ტკბილეული, საკანცელარიო ნივთები და პირველადი საჭიროების ჰიგიენის საშუალებები. სკოლის აღსაზრდელებმა საგანგებოდ სტუმრებისთვის გამართეს საახალწლო ზეიმი.

აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიება საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას ინიციატივის განხორციელებაში ძველი თბილისის რაიონის გამგეობამაც დაუჭირა მხარი.

საქართველოს პროკურატურა პროექტს სახელწოდებით „საზოგადოებრივი პროკურატურა" 2006 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის გააქტიურება, არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი გზიდან არიდება და მათთან მჭიდრო კავშირით მოზარდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე პროკურატურის გამჭირვალობის გაზრდა, სამართალდამცველი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.