პროკურატურამ კიდევ ერთი პრობაციონერი დაასაქმა

თარიღი: 23 დეკემბერი 2010

ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ გაითვალისწინა გია ვარდმანიძის მძიმე სოციალური მდგომარეობა და მას დასაქმების შესაძლებლობა მისცა, რაც ვარდმანიძეების მრავალსულიანი ოჯახისათვის შემოსავლის წყარო გახდება. 23 დეკემბრიდან გია ვარდმანიძე ბათუმის სამშენებლო კომპანია "ორბი-ანაგში" იმუშავებს და მისი ანაზღაურება 450 ლარი იქნება. პირველ სამუშაო დღეს  მშენებლობაზე გია ვარდმანიძე ბათუმის რაიონულმა პროკურორმა ავთანდილ კილაძემ  პირადად მიიყვანა.
 
საქართველოს პროკურატურა პრობაციონერი ახალგაზრდების დასაქმებას, მათ რესოციალიზაციას პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის"  პროექტის ფარგლებში ახორციელებს. პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის გააქტიურება, არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი გზიდან არიდება და მათთან მჭიდრო კავშირით მოზარდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე პროკურატურის გამჭირვალობის გაზრდა, სამართალდამცველი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.