იუსტიციის სამინისტროში ნოტარიუსებს, რომელთაც საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარეს, სერთიფიკატები გადაეცათ

თარიღი: 22 დეკემბერი 2010

დღეს იუსტიციის სამინისტროში ნოტარიუსებისთვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. სერთიფიკატები გადაეცათ იმ კანდიდატებს, რომელთაც საკვალიფიკაციო გამოცდების ორივე ეტაპი წარმატებით გაიარეს.

ნოტარიუსების ვაკანტურ თანამდებობებზე განაცხადი  სულ  78  მსურველმა შემოიტანა.  საუკეთესოების გამოსავლენად ჩატარდა ორ ეტაპიანი გამოცდა - ტესტირება პროფესიულ ნაწილში და ტესტირება უნარებში, ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილში.

პირველი ეტაპი 30-მა მონაწილემ გადალახა, მეორე ეტაპი - ტესტირება უნარ-ჩვევებში კი მხოლოდ 16-მა კანდიდატმა გაიარა წარმატებით. აღნიშნულ კანდიდატებს, შესაბამისი კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ, შესაძლებლობა ექნებათ ნოტარიუსების ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნონ.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2006 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა. იუსტიციის სამინისტრო ნოტარიუსთათვის ტესტირების ჩატარებას 2011 წელსაც გეგმავს.