ნოტარიუსების საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი 16-მა კანდიდატმა გადალახა

თარიღი: 17 დეკემბერი 2010

2010 წლის 14 დეკემბერს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი ჩატარდა. ტესტირება ზოგად უნარებში, ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილში იმ  კანდიდატებმა გაიარეს, რომელთაც ტესტირების პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს.

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების'' წესის (2010 წლის 6 დეკემბრის ცვლილება, ბრძანება №226) თანახმად,  ტესტირების მეორე ეტაპი წარმატებით ჩააბარა 16-მა კანდიდატმა, რომელთაც 65, ან მეტი ქულა დააგროვეს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი -  ტესტირება პროფესიულ ნაწილში 2010 წლის 4 დეკემბერს ჩაატარა.

გამოცდის შედეგები