ნოტარიუსების საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 30-მა კანდიდატმა გადალახა

თარიღი: 07 დეკემბერი 2010

2010 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი -  ტესტირება პროფესიულ ნაწილში. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების'' წესის (2010 წლის 6 დეკემბრის ცვლილება, ბრძანება №226) თანახმად,  ტესტირების პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეს იმ პირებმა, რომლებმაც  პროფესიულ ნაწილში 70, ან მეტი ქულა დააგროვეს.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა მოიცავს მეორე ეტაპსაც. 30 კანდიდატი, რომლებმაც პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს, 14 დეკემბერს გაივლიან  ტესტირებას ზოგად უნარებში (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილში).

საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები